+995 422 29 29 96

ყავის ენერგია :)

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. ყოველთვიურად  მსოფლიოში 2,5 მლრდ ფინჯან ყავას სვამენ.

დაწვრილებით

გავარკვიოთ რა ყავას ვსვამთ ჩვენ. ქართველებს გვჩვევია რაიმე პროდუქტის „ბრენდირება“ იმისდა მიუხედავად უცხოურია ის თუ არა .

 

ბარში შესულები „ნალექიანი“ ყავის მოთხოვნისას ხშირად ვაკონკრეტებთ ხოლმე „თურქული! “. ბატონებო, თურქული ყავა გაცილებით მაგარი და მწარეა ვიდრე ის რასაც ჩვენ ვსვამთ. მართებული იქნება (მეტ წილად ბათუმში) მოგეთხოვათ ყავა ბათუმური ან ჩემპიონი.

როგორია ყავა ბათუმური? არავითარი ეგრედწოდებული „მინუტკა“ . ცხელ ქვიშაში ან ღუმელზე ჩადგმული პატარა ჯეზვე. მოხალული (და არა დამწვარი), წვრილად დაფქვილი ( არც „ხორეში“ და არც მტვრად ქცეული) ყავა და შაქარი ერთი ერთზე. წყალიც არ დაგავიწყდეთ. ქვიშა (ღუმელი) თავისას შვება. ცეცხლისგან განსხვავებით ნელა ადუღებს, მარცვლებიდან სრულად გამოჰყავს არომატი. გამოცდილმა ადამიანმა იცის რომ ის არც ნაადრევად (წამოქაფებისას) უნდა დაასხა ფინჯანში და არც ზედმეტად ჩახარშვა ვარგა ( ყავა მწარდება). დაიმახსოვრეთ რომ ზედმეტად წამოდუღებულით მიიღებთ ქაფს (ე.წ “პენკა”) რაც ყავას არ უხდება.

მისი ხარისხის პირველი მაუწყებელი სურნელებაა www.iutoic-dhaka.edu the original source. ნამდვილი ყავის სურნელს მალევე იგრძნობთ. მეორე ეს მისი არომატია, დაგემოვნებისას ენის წვერზე და უკანა კედელზე იგრძნობთ რეცეპტორების გაღიზიანებას, რაც მისი მომწარო მოტკბო გემოს გამო ხდება. და ბოლოს სიამოვნების საამო ტალღა, რომელიც მთელ სხეულს დაუვლის როცა ყოველივე ამას იგრძნობთ. თუ კი ზემოთ ჩამოთვლილს იმასაც დავუმატებთ რომ სანაპიროზე სხედხართ და ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერით ტკბებით, ეს შეგრძნებები ერთი ორად გამძაფრდება.

სუბიექტური ვარ, მაგრამ ვიტყვი რომ „ბათუმური ყავა“ გაცილებით მეგემრიელება და მირჩევნია თურქულს (რომელსაც შედარებით მომწარო გემო აქვს) და ბერძნულსაც ( რომელიც გაცილებით ბაცი ფერისაცაა და გემოთიც განსხვავდება). სხვათაშორის საბერძნეთშიც და თურქეთშიც ფინჯან ყავასთან ერთად ჭიქა წყალიც მოაქვთ ზედმეტი სიმწარის გასანეიტრალებლად.

იმაზე აღარ ვსაუბრობ ვის როგორი ყავა მოსწონს. ზოგი უშაქროს სვამს, ზოგიც ტკბილს. ყავის გურმანები კარგა ხანია თავად ყიდულობენ სხვადასხვა სახის მარცვლებს, ფქვავენ და სასურველი რაოდენობით ურევენ ერთმანეთს. ასე იქმნება განსხვავებული არომატის თაიგული. რაც შეეხება დანამატებს, ვაღიარებ მაქსიმუმ მიხაკდარიჩინი და ოდნავ ვანილია. ისიც გარკვეული დოზით. რძეს რაც შეეხება, ბათუმურ ყავაში მას არაფერი ესაქმება.

ახლა თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ბათუმური ყავა. შეიგრძნოთ მისი არომატი და დატკბეთ ზღვის ხედით ღია აივნიდან.