+995 422 29 29 96

ყავის ენერგია :)

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. ყოველთვიურად  მსოფლიოში 2,5 მლრდ ფინჯან ყავას სვამენ.

დაწვრილებით
ყავის ენერგია :)

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. ყოველთვიურად  მსოფლიოში 2,5 მლრდ ფინჯან ყავას სვამენ.

თქვენც ალბათ ხშირად მიირთმევთ მას. მაგრამ როდი იცით  რომ XIV საუკუნემდე ყავის ხე ველურად იზრდებოდა ეთიოპიაში, თავდაპირველად ყავას მარცვლებისგან ხარშავდნენ. შემდეგ მისი დაფქვა ისწავლეს. სირიელები ახალადაფქულ და მოხარშულ ყავას არომატისთვის მიხაკსა და ილს უმატებდნენ. ევროპელებმა მხოლოდ XVI საუკუნიდან დაიწყეს ყავის მარცვლის შემოტანა არაბეთიდან http://ho..op-cs6-mac.html browse around these guys. XVII საუკუნეში მუსლიმანი პილიგრიმის დახმარებით ყავის მარცვალმა შეაღწია ინდოეთში, შემდეგ კი ჰოლანდიელების დამსახურებით კუნძულ ჯავასა და სუმატრაზე, საფრანგეთის მეფის მონდომებით ყავის ხე დაირგო კუნძულ ბურბონზე (ახლა- რეიუნიონი), მე 18 საუკუნის მეორე ნახევარში ფრანგმა მისიონერებმა ყავის კულტურა შეიტანეს ვიეტნამში ,  ხოლო 1721 წლიდან მან ტრიუმფალური სვლა დაიწყო ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ამის შედეგად დედამიწის ზურგზე ფაქტიურად   შეიკრა ყავის რკალი. ბუნებაში არსებობს 70 სახის ყავის ხე: ჯუჯა ბუჩქიდან - 10 მეტრიანი გოლიათის ჩათვლით. ძველად მიიჩნევდნენ, რომ ყავა ძალას მატებდა, ფილოსოფოსები კი – სიბრძნეს. ყავა არაბულად “სიძლიერეს”, “აქტიურობას” ნიშნავს.